შალვა პაპუაშვილი - სააკაშვილი კლინიკაში იმყოფება, რადგან ჯანმრთელობის მხრივ აქვს პრობლემები, კლინიკისგან ვიცით, რომ ხშირად არ ითვალისწინებს ექიმების რჩევებს, მნიშვნელოვანია, ექიმების დანიშნულებებს გაჰყვეს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ექიმების დანიშნულებებს მიჰყვეს.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, კლინიკის ინფორმაციით, სააკაშვილი ხშირად არ ითვალისწინებს ექიმების რჩევებს.
„მიხელ სააკაშვილი კლინიკაში იმყოფება სწორედ იმიტომ, რომ მას ჯანმრთელობის მხრივ აქვს პრობლემები. მნიშვნელოვანია, მკურნალობას, რომელსაც გადის კლინიკაში, შესაბამისად მანაც მხარი აუბას. ჩვენ ვიცით კლინიკისგანაც, რომ, სამწუხაროდ, ხშირად არ ითვალისწინებს ექიმების რჩევებს, ამიტომ მთავარი ეს არის. მნიშვნელოვანია, რომ ექიმების რჩევებს და დანიშნულებებს გაჰყვეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.