შალვა პაპუაშვილი - რუსეთის აგრესიამ უკრაინაში სამი ქართველი მებრძოლი შეიწირა, ვიზიარებ მათი ოჯახებისა და ახლობლების მწუხარებას
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინაში გარდაცვლილი მებრძოლების ოჯახის წევრებს და ახლობლებს უსამძიმრებს.
„ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ ურყევია. ჩვენი მეგობრობა საუკუნოვანია და მჯერა, ის უფრო განმტკიცდება.
სამწუხაროდ, ომი გრძელდება და მსხვერპლი იზრდება.
რუსეთის აგრესიამ უკრაინაში სამი ქართველი მებრძოლი შეიწირა…
ვიზიარებ დავით რატიანის, გია ბერიაშვილის და ბახვა ჩიქობავას ოჯახების და ახლობლების მწუხარებას“, – წერს შალვა პაპუაშვილი.