შალვა პაპუაშვილი - რუმინეთისა და სლოვენიის მხრიდან საქართველოსადმი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერა, ამ გადამწყვეტ მომენტში, იმედისმომცემია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში რუმინეთისა და სლოვენიის პარლამენტების სპიკერებს მადლობას უხდის, ბერლინში მიმდინარე კონფერენციის ფარგლებში, მათი ქვეყნების ოფიციალური პირების მხრიდან საჯაროდ გაკეთებულ განცხადებაზე, რომ სლოვენია და რუმინეთი დეკემბერში საქართველოსადმი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას, მხარს დაუჭერენ.
„ძალიან იმედისმომცემია, ამ გადამწყვეტ მომენტში, რუმინეთისა და სლოვენიის მხრიდან საქართველოსადმი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ასეთი სერიოზული მხარდაჭერა. ნამდვილი მეგობრობა ასეთი უნდა იყოს.
ბატონო ნიკოლაე ჩუკა და ქალბატონო ურშკა კლაკოჩარ ზუპანჩიჩ, ვაფასებთ თქვენს თანადგომას,” – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ „X“-ში.