შალვა პაპუაშვილი - როგორც ჩანს, ზოგიერთებისთვის ქართველი ხალხია გამოსაცვლელი, საქართველო ქართველი ხალხია და არა მხოლოდ ტერიტორია
შალვა პაპუაშვილი - როგორც ჩანს, ზოგიერთებისთვის ქართველი ხალხია გამოსაცვლელი, საქართველო ქართველი ხალხია და არა მხოლოდ ტერიტორია

როგორც ჩანს, ზოგიერთებისთვის ქართველი ხალხია გამოსაცვლელი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რითიც ეხმაურება ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს მიერ არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარს.

კერძოდ, პაპუაშვილი გამოეხმაურა რასა იუკნევიჩიენეს განცხადების იმ ნაწილს, სადაც მან აღნიშნა: „კარი იხურება, მაგრამ ეს თავად ქართველების ხელით ხდება, ვინც „ქართულ ოცნებას“ ხმა მისცა, თუმცა, პირველ რიგში, მათი ხელით, ვინც არჩევნებზე მანიპულაცია მოახდინა“.

პაპუაშვილის შეფასებით, ამგვარი განცხადება მიუღებელი და შეურაცხმყოფელია.

„ადვილი მისახვედრი იყო, რომ ეს ყველაფერი აქამდე მივიდოდა. როგორც ჩანს, ზოგიერთებისთვის ქართველი ხალხია გამოსაცვლელი. ლიეტუვის სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლის მხრიდან ამგვარი განცხადება აბსოლუტურად მიუღებელი და შეურაცხმყოფელია. საქართველო ქართველი ხალხია და არა მხოლოდ მისი ტერიტორია“, – წერს პაპუაშვილი.