შალვა პაპუაშვილი - რეკომენდაციების კუთხით „სტრატეგია აღმაშენებელი“ როდესაც ბოიკოტში იყო, ვაშაძეს ბრიუსელში ხვდებოდნენ, რადიკალებისთვის პლატფორმის დათმობით, რადიკალიზმს ახალისებენ
თვალში საცემი იყო გიორგი ვაშაძის საერთაშორისო აქტივობა, ამაზე ჩვენს პარტნიორებთან ერთი-ორჯერ მქონდა საუბარი, „სტრატეგია აღმაშენებელი“ როდესაც ბოიკოტში იყო რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით, გიორგი ვაშაძეს ბრიუსელში სხვადასხვა კაბინეტში ხვდებოდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილის თმით, რა თქმა უნდა, როცა რადიკალებს ხვდებიან და მათ პლატფორმას უთმობენ, ამით რადიკალიზმს ახალისებენ, რაც ძალიან ცუდია.
„პოლარიზაციის შემცირება მხოლოდ ხელისუფლებას არ შეუძლია, ამაზე ოპოზიცია და უცხოელი აქტორებიც არიან პასუხისმგებელი, რომ მათი მხრიდან რადიკალების წახალისება არ მოხდეს, რაც, სამწუხაროდ, ხდება. ევროპული და ამერიკული ფონდებიდან ხდება მათი დაფინანსება. სხვადასხვა პლატფორმაზე მათთვის ტრიბუნის მიცემით ხდება ამ რადიკალიზმის და, ზოგ შემთხვევაში, ექსტრემიზმის წახალისება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.