შალვა პაპუაშვილი - რეგიონებში ამომრჩევლის გადასაყვანად „სირცხვილიას“ ხუთი ავტობუსი ჰყავდა გამოყოფილი, პასუხი თუ ვინმეს აქვს გასაცემი, ენჯეოსექტორია, რა ფული დაიხარჯა ხალხის მობილიზებაში
შალვა პაპუაშვილი - რეგიონებში ამომრჩევლის გადასაყვანად „სირცხვილიას“ ხუთი ავტობუსი ჰყავდა გამოყოფილი, პასუხი თუ ვინმეს აქვს გასაცემი, ენჯეოსექტორია, რა ფული დაიხარჯა ხალხის მობილიზებაში

კარდაკარის მეშვეობით ვაფიქსირებთ, ვინ არიან ჩვენი მომხრეები და არჩევნების დღეს მათ მოტივირებას ვცდილობთ, ეს პარტიული მუშაობის მთავარი ამოცანაა, რომელიც საერთაშორისო პრაქტიკით არის აპრობირებული და ყველგან ტარდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„კარდაკარის მეშვეობით ვაფიქსირებთ, ვინ არიან ჩვენი მომხრეები და შემდეგ, არჩევნების დღეს მათ მოტივირებას ვცდილობთ, რომ მოვიდნენ არჩევნებზე. ყოველ არჩევნებზე შეიცხადებენ ხოლმე ე.წ. კოორდინატორებს, რომლებიც, დიახ, ჩვენი ამომრჩევლების მობილიზებას აკეთებენ. ყოველ არჩევნებზე, დილის 10:00 საათისთვის ატეხენ ხოლმე პანიკას, თითქოს რაღაც ხდება, არადა, ეს არის ზუსტად პარტიული მუშაობის მთავარი ამოცანა, რომელიც საერთაშორისო პრაქტიკით არის აპრობირებული და ყველგან ტარდება. ამერიკაში ახლა იქნება არჩევნები და დააკვირდით, იქ როგორ ამობილიზებენ ამომრჩეველს. სხვათა შორის, ქართულ არჩევნებზე, რომელიც ამერიკაში ჩატარდა, იქ ადგილობრივი ჯგუფები, რომლებიც ამობილიზებდნენ ამომრჩეველს, სტიკერებს გასცემდნენ იმის დასტურად, რომ იყო მონაწილე, აღრიცხვას აკეთებდნენ ამომრჩევლის ქართველები. ასე რომ, ეს დაშვებული და კანონით გათვალისწინებული აქტივობაა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, არჩევნების წინა დღეს „სირცხვილიას“, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს, რეგიონებში გადასაყვანად ხუთი ავტობუსი ჰყავდა გამოყოფილი და ვინმეს თუ აქვს პასუხი გასაცემი, ენჯეოსექტორია, რა ფული დაიხარჯა ხალხის მობილიზებაში.

„ეუთო/ოდირს როცა ვეკითხებით, რას ხედავთ პრობლემას, ამბობენ, რომ შეიძლება, ამან გარკვეული ატმოსფერო შექმნას. როგორც კამერები, ისე მობილიზება ამომრჩევლის ყველა წინა არჩევნებში იყო და მომავალშიც იქნება. რაც დაუშვებელია, არის ის, რაც გააკეთეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, როდესაც არჩევნების დღეს ავტობუსებით მიჰყავდათ ამომრჩეველი არჩევნებზე. შეგახსენებთ, არჩევნების წინა დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია „სირცხვილიამ“, რომელსაც ევროკავშირის აფინანსებს, თქვა, რომ მათ გამოყოფილი ჰყავდათ ხუთი ავტობუსი, რათა ამომრჩევლები გადაიყვანონ რეგიონში ხმის მისაცემად, აი, ვისი საქმეც ეს არ არის, ეს არ არის ევროკავშირის ფულის საქმე, რომ აქ ამომრჩევლები ატაროს ავტობუსებით უბნიდან უბანზე და ამას აკეთებდა „სირცხვილია“. ვინმეს პასუხი თუ აქვს გასაცემი, ეს არის ენჯეოსექტორი, რა ფულები დაიხარჯა ამომრჩევლის მობილიზებაში, რაც არ არის მათი ამოცანა და ეს არის ჩარევა, მათ შორის, იმ დონორებს აქვთ პასუხი გასაცემი, ვისი ფულიც იხარჯებოდა იმ ავტობუსებში, რომლითაც ამომრჩეველი დაჰყავდათ რეგიონებში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.