შალვა პაპუაშვილი - რადიკალური ოპოზიცია თავის რადიკალურ აქტივისტებთან ერთად დაკავებულია პარლამენტის შტურმით და, რა თქმა უნდა, ეს შავი დღეა ოპოზიციისთვის, რომელმაც თავი ამ დღეში ჩაიყენა
შალვა პაპუაშვილი - რადიკალური ოპოზიცია თავის რადიკალურ აქტივისტებთან ერთად დაკავებულია პარლამენტის შტურმით და, რა თქმა უნდა, ეს შავი დღეა ოპოზიციისთვის, რომელმაც თავი ამ დღეში ჩაიყენა

დღეს რადიკალური ოპოზიცია თავის რადიკალურ აქტივისტებთან ერთად დაკავებულია პარლამენტის შტურმით და, რა თქმა უნდა, ეს შავი დღეა ჩვენი ოპოზიციისთვის, რომელმაც თავი ამ დღეში ჩაიყენა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ეს ვნებათაღელვა დამშვიდდება, ისევე როგორც სხვა დროს.

„გახსოვთ ე.წ. არჩევნების გაყალბების ისტერია, რომელიც შექმნეს ასევე ტყუილი და ყალბი ნარატივით. გაყალბებული პარალელური დათვლებით, რომელიც ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებიდან მოდიოდა და განცხადებებით, რომელიც ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებიდან მოდიოდა. მაშინდელი პროტესტიც იყო ინსპირირებული. საბოლოო ჯამში, მოქალაქეები გაერკვნენ ყველაფერში. ამ შემთხვევაშიც, მოქალაქეები ყველაფერში გაერკვევიან და ეს შავი დღე ოპოზიციის იმ ნაწილისა, რომელიც ამ რადიკალიზმშია ჩართული, კიდევ ერთხელ დადგება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.