შალვა პაპუაშვილი - ქეთი დუმბაძეს ვულოცავ მწერალთა სახლის ხელმძღვანელად დანიშვნას, ეს ის სფეროა, რომელსაც მან მთელი ცხოვრება მიუძღვნა
ქეთი დუმბაძეს ვულოცავ მწერალთა სახლის ხელმძღვანელად დანიშვნას, ეს ის სფეროა, რომელსაც მან მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„ქალბატონ ქეთის ვულოცავ. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ის სფერო, რომელსაც მან მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა და ვფიქრობ, რომ მისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ მწერლობაში, ზოგადად, და ამ სფეროში საკუთარი იდეები ბოლომდე განახორციელოს და მინდა, მადლობა ვუთხრა, მათ შორის, ქალბატონ თეა წულუკიანს, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო და ვუსურვებ წარმატებას ქალბატონ ქეთის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოს მწერალთა სახლს 2023 წლის 4 სექტემბრიდან ქეთევან დუმბაძე უხელმძღვანელებს.