შალვა პაპუაშვილი - ქართველი ხალხის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ყველა გადაწყვეტილება, ყველა სიტყვა იყო სწორი, ამ ყველაფრის უკან დგას „ქართული ოცნების“ გუნდი
შალვა პაპუაშვილი - ქართველი ხალხის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ყველა გადაწყვეტილება, ყველა სიტყვა იყო სწორი, ამ ყველაფრის უკან დგას „ქართული ოცნების“ გუნდი

ქართველი ხალხის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ყველა გადაწყვეტილება, ყველა კომენტარი, სიტყვა იყო სწორი და ამ ყველაფრის უკან დგას „ქართული ოცნების“ გუნდი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის განმარტებით, საზოგადოება დარწმუნდა, რომ „ქართული ოცნების“ ყველა გადაწყვეტილება იყო სწორი, რაც საგარეო პოლიტიკური, თუ სხვა მიმართულებით კონკრეტულ შედეგებში გამოიხატა.

„ყველა გადაწყვეტილების, ყველა პოზიციის, ყველა სიტყვის უკან დგას „ქართული ოცნების“ მმართველი რგოლი, „ქართული ოცნების“ თითოეული წევრი, საქართველოს პარლამენტი და მთავრობა. თითოეული გადაწყვეტილების, თითოეული სიტყვის უკან ვდგავართ ჩვენ. ასე რომ, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რა კონსულტაციები იყო. მთავარია, რომ ყველა გადაწყვეტილება იყო სწორი, ამაში დარწმუნდა ჩვენი საზოგადოება იმით, რომ ჩვენ მივიღეთ ყველა ის საგარეო პოლიტიკური შედეგი, რომელიც დავისახეთ, მივიღეთ ყველა შიდა პოლიტიკური შედეგი, რომელიც დავისახეთ. ყველაფერი ეს განხორციელდა ქართველ ხალხთან ერთად“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.