შალვა პაპუაშვილი - ქართული სახელმწიფო აბსოლუტურად აკმაყოფილებს ნატო-ს სტანდარტს, დარჩენილია პოლიტიკური გადაწყვეტილება, საუბარი, თითქოს რაღაც რეფორმებია ჩასატარებელი, საბაბია
საქართველო, ქართული ჯარი არის სრულად თავსებადი ნატო-ს სტანდარტებთან, ქართული სახელმწიფო და ინსტიტუტები აბსოლუტურად აკმაყოფილებენ ნატო-ს ყველა სტანდარტს, ერთადერთი, დარჩენილია თავად ნატო-ს წევრი ქვეყნების პოლიტიკური გადაწყვეტილება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ნატო-ს ვილნიუსის სამიტიდან საქართველოს დიდი მოლოდინი არ ჰქონდა.
„ყურადღება გამახვილებული იყო, თავისთავად, უკრაინაზე. ჩვენ ვნახეთ, რომ თავად უკმაყოფილო არაინ იმ შედეგით, რომელიც სამიტიდან წაიღეს. გასაგებია ნატო-ს წევრი ქვეყნების სიფრთხილეც გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. ვნახოთ, მთავარია, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნები თავად ჩამოყალიბდნენ.
რაც შეეხება საქართველოს, ყველანაირად მზად არის, რომ გახდეს ნატო-ს წევრი და საუბარი იმაზე, თითქოს რაღაც რეფორმებია კიდევ ჩასატარებელი, ეს არის მხოლოდ საბაბი. სამწუხაროდ, თავად ნატო-ს არ ჰყოფნის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო მზაობა. ერთადერთი რამე, რაც არის დარჩენილი, ეს არის თავად ნატო-ს წევრი ქვეყნების პოლიტიკური გადაწყვეტილება. საქართველო, ქართული ჯარი არის სრულად თავსებადი ნატო-ს სტანდარტებთან, ქართული სახელმწიფო და ინსტიტუტები აბსოლუტურად აკმაყოფილებს ნატო-ს ყველა სტანდარტს. შეადარეთ, აიღეთ ნებისმიერი შეფასება და ნახავთ, რომ საქართველო ნატო-ს ხუთ, ექვს, შვიდ ქვეყანას უსწრებს სხვადასხვა პარამეტრით, სახელმწიფო ინსტიტუტების სიძლიერით და დემოკრატიულობის გადმოსახედიდან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.