შალვა პაპუაშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სიძლიერე სწორედ ისაა, რომ ერთადერთი სუბიექტი, ვინც გავლენას ახდენს საქართველოს ხელისუფლებაზე, არის ხალხი
ერთადერთი სუბიექტი, ვინც გავლენას ახდენს საქართველოს ხელისუფლებაზე, ეს არის ქართველი ხალხი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ბევრი აქტორია, რომელიც ცდილობს, გავლენა მოახდინოს საქართველოს ხელისუფლებაზე და ეს არ არის მხოლოდ რუსეთი.
„ვხედავთ, რომ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით არის მცდელობა, ზეწოლა, გავლენის მოხდენისა საქართველოზე, ხედავთ, სააკაშვილის თემაზეც რამხელა ჯგუფებია ჩართული, რათა გავლენა მოახდინონ საქართველოს ხელისუფლებაზე. საქართველოზე ასეთი გავლენების მოხდენას, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ჯგუფი თუ სახელმწიფოები ცდილობენ, თუმცა სწორედ ეს არის სიძლიერე „ქართული ოცნების“ ხელისუფლების, რომ ერთადერთი სუბიექტია, ვინც მასზე ახდენს გავლენას, ეს არის ქართველი ხალხი. სხვა ხელისუფლებაზე მე პირობას ვერ დავდებ. სწორედ ამა ხედავს ხალხი და ამიტომაც არის „ქართული ოცნება“ უკვე მესამეჯერ ხელისუფლებაში“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.