შალვა პაპუაშვილი - ქართული ჟურნალისტიკის დღეს განსაკუთრებით ვულოცავ საპარლამენტო ჟურნალისტებს
ქართული ჟურნალისტიკის დღეს განსაკუთრებით ვულოცავ საპარლამენტო ჟურნალისტებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
შალვა პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლებს ქართული ჟურნალისტიკის დღე მიულოცა და მათ წარმატებული წელი უსურვა.
„მადლობა თანამშრომლობისთვის, მადლობა საპარლამენტო ცხოვრების აქტიურად გაშუქებისთვის; გისურვებთ წარმატებებს და საინტერესო ჟურნალისტურ საქმიანობას“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.