შალვა პაპუაშვილი - პრობლემა არის არა მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ ხელმძღვანელობაში, არამედ მათ პოლიტიკურ ფილოსოფიაში, როგორც ჩანს, ამას არაფერი ეშველება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პრობლემა არის არა მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ ხელმძღვანელობაში, არამედ „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკურ ფილოსოფიაში, რასაც არაფერი ეშველება.
მისივე თქმით, რაც უფრო დასუსტდება „ნაცმოძრაობა“, უფრო წაადგება ქართულ დემოკრატიას.
„ნაკლებად მნიშვნელოვანია შიდა ბატალიების განხილვა, რადგან პრობლემა არის არა მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ ხელმძღვანელობაში, არამედ „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკურ ფილოსოფიაში და, როგორც ჩანს, ამას არაფერი ეშველება. ამ საქმიდან რაც შეიძლება გამოვიდეს, არის „ნაცმოძრაობის“ დასუსტება, რაც უკვე ცხადია. სუსტი „ნაციონალური მოძრაობა“ ნიშნავს ძლიერ დემოკრატიას. პოლიტიკური ფილოსოფია, რაზეც დგას „ნაცმოძრაობა“, ეს არის ძალადობა, მუქარა, ადამიანის ღირსების შელახვა, ჩაგვრა. სხვა რა განცხადებას უნდა ველოდოთ მათი მხრიდან. ბოლი ათი წელია, ოპოზიციაში არაფერი შეცვლილა. შეიცვალა მხოლოდ ის, რომ მათ არ აქვთ სახელისუფლებო მუქარა, რომ ეს მოქმედებაში მოიყვანონ. როგორც კი საშუალება მიეცემათ, რომ ბერკეტები გამოიყენონ, ზუსტად იმავე სისტემას მივიღებთ, რაც ჰქონდათ 2012 წლამდე. სწორედ ასეთი განცხადებები, შიდა ბრძოლები აჩვენებს, რომ მათთან არაფერი შეცვლილა, დგანან ძალადობის ფილოსოფიაზე“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.