შალვა პაპუაშვილი - პრეზიდენტმა ამნისტიის კანონზე ხელმოწერა დააგვიანა, იმ ადამიანებს, რომლებიც ელოდნენ პატიმრების თავიანთ ოჯახებთან დაბრუნებას, 2 კვირა ალოდინა
პრეზიდენტმა ამნისტიის კანონზე ხელმოწერა დააგვიანა, იმ ადამიანებს, რომლებიც ელოდნენ პატიმრების თავიანთ ოჯახებთან დაბრუნებას, 2 კვირა ალოდინა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი დაკავებული იყო პოლიტიკური პერიპეტიებით, რაც მისი საქმე არ არის.
„ამნისტიას რაც შეეხება, ჩვენ ვნახეთ ოპოზიციის და პრეზიდენტის გაერთიანებული სამარცხვინო პოზიცია. ვნახეთ, რომ პრეზიდენტმა 2 კვირით დააგვიანა ამინისტიის კანონზე ხელმოწერა, დაკავებული იყო პოლიტიკური პერიპეტიებით, რაც მისი საქმე ნამდვილად არ არის. იმ ადამიანებს, რომლებიც ელოდნენ, რომ პატიმრები დაუბრუნდებოდნენ თავიანთ ოჯახებს, 2 კვირა ალოდინა. ასეთ ადამიანებთან გვაქვს საქმე. ოპოზიციამ იცით, რომ მხარი არ დაუჭირა ამ კანონს, ეს კი კიდევ ერთხელ აჩვენებს მათ განწყობას. ისინი ხალხზე არ ფიქრობენ, ისინი უყურებენ რა დაკვეთა შემოვა უცხოეთიდან, უყურებენ, რეზოლუციაში რა მითითებებს მიიღებენ, რომ შემდეგ შეასრულონ ეს მითითებები და არა ქართველი ხალხის ნება“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.