შალვა პაპუაშვილი - პარტიები იქნებიან თუ სხვა ჯგუფები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ქართველების უფლებას, იცოდნენ, რაში იხარჯება უცხოური ფული, არიან უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლები
კანონი ეხება უცხო ქვეყნების გავლენის გამჭვირვალობას, შესაბამისად, არ შედის უცხო ქვეყნების ინტერესში. ეს შედის ქართველი ხალხის ინტერესში, რომ უცხო ქვეყნების გამჭვირვალობა იყოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ის, ვინც არ ემხრობა გამჭვირვალობის კანონს, სინამდვილეში, უცხო ქვეყნების ინტერესების მხარეს დგას, რომ უცხო ქვეყნების გავლენა არ იყოს გამჭვირვალე საქართველოში.
„ოპოზიციური პარტიები იქნებიან თუ სხვა ჯგუფები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ქართველი ხალხის უფლებას, იცოდეს, რაში იხარჯება უცხოური ფული საქართველოში, სინამდვილეში არიან უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლები საქართველოში, ესაა მათი მიზანი. ყველაფერს შეეწინააღმდეგებიან, ვიდრე უცხო ქვეყნები, რომლებიც ამ კანონთან დაკავშირებით დეზინფორმაციულ კამპანიას უწყობენ ხელს, მათ არ ეტყვიან, რას დათანხმდნენ და რას – არა. ისინი მოქმედებენ სრულად გარედან კარნახით. ოპოზიციური პარტიებისგან რაიმე იმედი არ მაქვს, უცხოურმა აქტორებმა უფრო, შესაძლოა, თუ რაიმე აქვთ სათქმელი ამ კანონთან დაკავშირებით, ეს სათქმელი გვითხრან და მოვუსმენთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.