შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ მიშელის დოკუმენტსაც მოაწერს ხელს, რომელი სიტყვა შეუსრულებიათ, ეს რომ შეასრულონ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ საბოლოოდ მიშელის დოკუმენტსაც მოაწერს ხელს, ვინაიდან მათ ამ დრომდე ნათქვამი არც ერთი სიტყვა არ შეუსრულებიათ.
აღნიშნული განცხადებით პაპუაშვილი ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილებას ერთი მხრივ პარლამენტში შესვლასა და მეორე მხრივ, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის არ მოწერასთან დაკავშირებით.
„ვერ დამიჭერთო, დაიჭირეს. ვერ გადამიხდითო, გადაუხადეს. ვერ გამომიყვანთო, გამოიყვანეს. ვერ შემიყვანთო, შეიყვანეს. მიშელის დოკუმენტსაც მოაწერენ ხელს. რომელი სიტყვა შეუსრულებიათ, რომ ეს შეასრულონ“, – წერს შალვა პაპუაშვილი.