შალვა პაპუაშვილი პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს და 2023 წლის სამოქმედო გეგმას წარადგენს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარლამენტის საქმიანობის 2022 წლის ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს.
ანგარიშის წარდგენა ამ წუთებში მიმდინარეობს. სხდომას ესწრებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის 12 რეკომენდაციაზე გაამახვილებს ყურადღებას, რომელთა შესასრულებლად პარლამენტმა უკვე მიიღო 82 კანონი. დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე 2023 წლის სამოქმედო გეგმაზეც ისაუბრებს.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, პარლამენტის თავმჯდომარის მოხსენება შეეხება ქვეყნის საგარეო და შიდა პოლიტიკურ პრიორიტეტებს, პარლამენტის ინსტიტუციურ გაძლიერებას და ევროინტეგრაციის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს.