შალვა პაპუაშვილი პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს
შალვა პაპუაშვილი პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს.

შესაბამის დადგენილებას პლენარულ სხდომაზე 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ პარლამენტმა განათლების, მეცნიერებისა, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან კულტურისა და სპორტის მიმართულებების ცალკე გამოყოფას მხარი დაუჭირა. კულტურისა, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანი დაინიშნა, რომელიც მანამდე პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.

აღნიშნული ცვლილების შემდეგ, ორად გაიყო საპარლამენტო კომიტეტიც: განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს შალვა პაპუაშვილი უხელმძღვანელებს, ხოლო კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე გახდა.