შალვა პაპუაშვილი - ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯიდან, კანდიდატის სტატუსი უკვე მიღწეულია, ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ჩვენმა ქვეყანამ მიაღწიოს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობას
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ პლატფორმაზე ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს პროგრესს ეხმიანება.
როგორც პაპუაშვილი წერს, ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯიდან, პირველი – კანდიდატის სტატუსი, უკვე მიღწეულია.
„ეს დამსახურებული გადაწყვეტილება არის ჩვენი მტკიცე ერთგულების და სტაბილური პროგრესის დასტური. ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ჩვენმა ქვეყანამ მიაღწიოს მეორე უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს – ევროკავშირის სრულფასოვან წევრობას“, – წერს შალვა პაპუაშვილი.