შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციაში ხედავენ, რომ ქართველი ხალხისგან, უკვე 12 წელია, აქვთ მყარი უარი, გრამი ძალაუფლებაც არ ჩაუვარდეთ ხელში და ერთადერთი გზაა ძალადობით ხელისუფლების მოპოვება
რა თქმა უნდა, როცა ხედავენ, რომ ქართველი ხალხისგან მათ, უკვე 12 წელია, აქვთ მყარი უარი, რომ ერთი გრამი ძალაუფლებაც არ ჩაუვარდეთ ხელში, ერთადერთი გზა არის დემოკრატიის გვერდის ავლით, ძალადობით ხელისუფლების მოპოვება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, „ისინი ამას ცდილობდნენ 12 წელი და ცდილობენ ახლაც“.
„ყველაზე შემაშფოთებელია, რომ ამას აკეთებენ სახელით და გვარით ქართველი ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ, იმის გამო, რომ სხვისი დავალებით ძალაუფლება აიღონ ხელში, რათა შემდეგ სხვისი დავალებები შეასრულონ ამ ქვეყანაში, შეუძლიათ, ქვეყანა გაწირონ არეულობისკენ. სინამდვილეში, მიზანი ერთი აქვთ, ხელისუფლებაში მოსვლა, ოღონდ არა ხალხისთვის, არც თავისთვის უნდათ ეს ხელისუფლება. მათ უნდათ, ხელისუფლება მოიპოვონ სხვისთვის. სხვა გარე ქვეყნებისთვის და ჯგუფებისთვის, რომ მათი დავალებები და სურვილები შეასრულონ საქართველოს მეშვეობით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.