შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციას არც ინიციატივა აქვს შემოსათავაზებელი და არც იდეა, მთლიანად აწყობილი არიან იმაზე, გარედან რას ეტყვიან, რა მიმართულებას მისცემენ
შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციას არც ინიციატივა აქვს შემოსათავაზებელი და არც იდეა, მთლიანად აწყობილი არიან იმაზე, გარედან რას ეტყვიან, რა მიმართულებას მისცემენ

ოპოზიციას არც ინიციატივა აქვს შემოსათავაზებელი და არც იდეა, მთლიანად აწყობილი არიან იმაზე, გარედან რა მიმართულებას მისცემენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, გუშინ პარლამენტში კანონპროექტების განხილვას მხოლოდ ოთხი ოპოზიციონერი დეპუტატი დაესწრო.

„ამხელა პროექტები განვიხილეთ და ოთხი კითხვა და ერთი დაზუსტება იყო, რასაც მათი მხრიდან სამი წუთი დასჭირდა. მათი მონაწილეობა ესაა და იცით, რატომ? სათქმელი არც არაფერი არაა. სინამდვილეში, არც ინიციატივა აქვთ შემოსათავაზებელი და არც იდეა. მთლიანად აწყობილი არიან იმაზე, გარედან რას ეტყვიან, რა მიმართულებას მისცემენ და რა უნდა თქვან. მგონი, ბოლომდე „ვეტინგის“ მნიშვნელობაც არ იციან. ეს სიტყვა აიღეს და „ვეტინგი“, „ვეტინგი“, გაიძახიან ქვეყნის შიგნით თუ გარეთ. მათ არც რეალური ინტერესი, არც რეალური წინადადებები და, რაც მთავარია, არც რეალური პრეტენზიები არ აქვთ სასამართლოზე. ვეკითხებით, რას ედავებიან ქართულ მართლმსაჯულებას და რა არ მოსწონთ? დაასახელონ გადაწყვეტილება, რომელიც უსამართლოა. ვერ დაასახელეს. რატომ ვერ ასახელებენ? სადაც დაასახელეს, ყველგან თითები დაიწვეს. „რუსთავი 2“-ის საქმეს ასახელებდნენ და ქართველ მოსამართლეებზე თავდასხმები მიმდინარეობდა, რა აღმოჩნდა ხუთი წლის თავზე? სტრასბურგმა თქვა, რომ მოსამართლეები მართალი იყვნენ და „ენჯეოები“, საელჩოები თუ ოპოზიცია – მტყუანი. ბოდიში მაინც მოიხადონ და შემდეგ ისაუბრონ ქართულ მართლმსაჯულებაზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.