შალვა პაპუაშვილი - ოპოზიცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არ მოქმედებენ ეროვნული ინტერესებით, მათი მთავარი განმსაზღვრელია სხვების აყოლა, სხვა ქვეყნების ინტერესებიდან გამოდიან
ოპოზიცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არ მოქმედებენ, არ ფიქრობენ, გადაწყვეტილებებს არ იღებენ საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ მათი მთავარი განმსაზღვრელი არის სხვების აყოლა, არ ფიქრობენ საქართველოს ეროვნული ინტერესებზე, გამოდიან სხვა ქვეყნების ინტერესებიდან და კარნახიდან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, 2010 წელს ეუთო-ს სამიტში მონაწილეობას იღებდნენ მიხეილ სააკაშვილი და გრიგოლ ვაშაძე, 2008 წლის ომიდან ორი წლის შემდეგ.
„იმ პირობებში, როცა ომიდან გასული იყო ორი წელი, მონაწილეობდნენ ასტანის სამიტში, სადაც იყო არა მხოლოდ ლავროვი, არამედ ვლადიმერ პუტინიც. ახლა საუბარი, რომ ერთ დარბაზში ყოფნა ოკუპანტთან არ შეიძლება, არის აბსოლუტური ფარისევლობა, თუმცა მათთვის სახელმწიფოს ოკუპაცია არ დაწყებულა 2008-ში, არამედ 2022 წელს გაახსენდათ, რომ საქართველო არის ოკუპირებული. ყველას გვახსოვს, რა იყო მათი პოლიტიკა – ვიზების გაუქმება, საზღვარზე რუსი ტურისტების შეგებება, ის ერთადერთი ბერკეტი, რომელიც საქართველოს ჰქონდა რუსეთთან მიმართებით, მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში წევრობა, ესეც დათმეს. „ნაციონალური მოძრაობა“ არასდროს მოქმედებდა საქართველოს ეროვნული ინტერესების კარნახით, ყოველთვის მოქმედებდნენ სხვების კარნახით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.