შალვა პაპუაშვილი - ოპოზიცია გადატრიალების სცენარს მიჰყვება, ეს არის კონსტიტუციური წყობილებისა და დემოკრატიული არჩევნების წინააღმდეგ წასვლა, ასეთ ქმედებებს ქართველი ხალხი არ დაუშვებს
შალვა პაპუაშვილი - ოპოზიცია გადატრიალების სცენარს მიჰყვება, ეს არის კონსტიტუციური წყობილებისა და დემოკრატიული არჩევნების წინააღმდეგ წასვლა, ასეთ ქმედებებს ქართველი ხალხი არ დაუშვებს

ოპოზიცია გადატრიალების სცენარს მიჰყვება, ეს არის კონსტიტუციური წყობილებისა და დემოკრატიული არჩევნების წინააღმდეგ წასვლა, ასეთ ქმედებებს ქართველი ხალხი არ დაუშვებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„ყველაფერი მიდის ზუსტად იმ სცენარით, რომელიც, წინასწარ ვთქვით, რომ გაწერილი აქვს ოპოზიციას. ამას ვამბობდით, რომ ტექნიკურ მთავრობაზე რატომ ჰქონდათ საუბარი, ეს არის 90-იანი წლებიდან რომ გვახსოვს ჩვენ, ან სხვა ისეთი ქვეყნებიდან, როდესაც ცდილობენ ძალით ჩაიგდონ ხელში ძალაუფლება და რაღაც ტექნიკური მთავრობები მოიყვანონ. ამიტომ გამზადებული ჰქონდათ მთლიანად ეს სცენა – არალეგიტიმურად გამოცხადება, ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბება, ყველაფერი ამასთან დაკავშირებით გამზადებული ჰქონდათ. გადატრიალების სცენარი არის, რომელსაც ისინი მიჰყვებიან და ეს არის, რა თქმა უნდა, კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ წასვლა და დემოკრატიული არჩევნების წინააღმდეგ წასვლა. ასეთ ქმედებებს, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი არ დაუშვებს“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.