შალვა პაპუაშვილი - ოჯახის წევრის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხის გამო, გომელაური ფიზიკურად სტიქიის ზონაში არ არის, თუმცა ყველაფერში ჩართულია, ამ უწყებაზე დგას მთელი სამაშველო ღონისძიებები
ვახტანგ გომელაური ოჯახის წევრის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხის გამო თავად ფიზიკურად სტიქიის ზონაში არ არის, თუმცა ყველაფერში ჩართულია და მთლიანად ამ უწყებაზე დგას დღეს მთელი სამაშველო ღონისძიებები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელმაც უპასუხა კითხვას, რატომ არ ჩავიდა ვახტანგ გომელაური სტიქიის ზონაში.
პაპუაშვილის თქმით, უწყება სრულად მობილიზებულია.
„ვამჯობინებდი, იყოს ისეთი საკითხები, რომლებიც თემასთან ახლოს არის. რაც შეეხება პროცესს, იცით, რომ ყველა ჩართულია. ბატონ ვახტანგს აქვს ოჯახის წევრის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით საკითხი. აქედან გამომდინარე, ის თავად ფიზიკურად აქ არ არის, თუმცა ყველაფერში ჩართულია და მთლიანად ამ უწყებაზე დგას დღეს მთელი სამაშველო ღონისძიებები. ხომ ვხედავთ, მაშველები როგორ მუშაობენ, როგორ არის ტექნიკა და ასე შემდეგ, უწყება სრულად მობილიზებულია“, – განუცხადა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს სტიქიის ზონაში.