საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი 15-16 მაისს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, ალი ასადოვთან და მილი-მეჯლისის თავმჯდომარესტან, საჰიმა გაფაროვასთან.
შალვა პაპუაშვილი მონაწილეობას მიიღებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი-მეჯლისის სპეციალურ სხდომაზე, რომელიც ჰეიდარ ალიევის 100 წლის იუბილეს მიეძღვნება.