შალვა პაპუაშვილი - ნიკა მელიასგან ხატის შექმნის მცდელობა იყო, მაგრამ ვნახეთ, რომ მისგან სახატეც კი ვერ შექმნეს
შალვა პაპუაშვილი - ნიკა მელიასგან ხატის შექმნის მცდელობა იყო, მაგრამ ვნახეთ, რომ მისგან სახატეც კი ვერ შექმნეს

ნიკა მელიასგან ხატის შექმნის მცდელობა იყო, თითქოს, ის იყო წამებული გმირი, რაც მღელვარების საფუძველი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვნახეთ, რომ მისგან სახატეც კი ვერ შექმნეს, – ამის შესახებ განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამნისტიის მიზანი არა მელიას ციხიდან გამოშვება, არამედ პოლარიზაციის დასრულება და 20 ივნისთან დაკავშირებული წარსულის გადაფურცვლაა.

„ამნისტიის მიზანი არ არის ნიკა მელიას ციხიდან გამოშვება, ამნისტიის მიზანი და სულისკვეთებაა ის, რომ საფუძველი გამოეცალოს პოლარიზაციას, რომლის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს 20 ივნისთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებული სხვადასხვა წარმოდგენა და უახლოესი წარსულის ეს გვერდი გადავფურცლოთ.

„ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოსა“ და ნიკა მელიას გადაწყვეტილება, რომ გირაო არ მიიღონ, კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რა იყო მის მიერ სამაჯურის მოხსნისა და გირაოს არ გადახდის მიზეზი. ეს ყველაფერი მიმართული იყო იმისკენ, რომ ინსტრუმენტი შეექმნათ, რომელსაც გამოიყენებდნენ საქართველოში მღელვარების ასაგორებლად. ნიკა მელიასგან ხატის შექმნის მცდელობა იყო, თითქოს, ის იყო წამებული გმირი და ეს მღელვარების საფუძველი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვნახეთ, რომ მისგან სახატეც კი ვერ შექმნეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.