შალვა პაპუაშვილი - ნებისმიერი ინფორმაცია, რომელშიც შეიძლება, იყოს მინიშნება, თითქოს სანქციების გვერდის ავლა ხდება, აბსოლუტური ტყუილია
ზოგადად, პრინციპი, რომელსაც საქართველო მიჰყვება, მარტივი პრინციპია – არ ყოფილა არცერთი ფაქტი, რომ საქართველოს ტერიტორია გამოყენებული ყოფილიყო სანქციების გვერდის ავლისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის პრინციპი, რომელსაც ხელისუფლება მიჰყვება და იცავს.
„ამიტომ, ნებისმიერი ინფორმაცია, რომელშიც შეიძლება იყოს ასეთი მინიშნება, თითქოს სანქციების გვერდის ავლა ხდება, აბსოლუტური ტყუილია. სამწუხაროა, რომ საქართველოში ზოგიერთი მედია, „ენჯეო“ და პოლიტიკური პარტია, ბოლო წელიწად-ნახევარია, დაკავებულია საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელებით. პირდაპირ ან მინიშნებით იმაზე საუბარი, თითქოს სანქციების გვერდის ავლა ხდება, პირველი არ არის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.