შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ სახით ისეთ პოლიტიკურ ძალასთან გვაქვს საქმე, მათგან არაფერი გასაკვირი არ არის, პირიქით, ასეთი ჯგუფებისგან ყველაფერია მოსალოდნელი
შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ სახით ისეთ პოლიტიკურ ძალასთან გვაქვს საქმე, მათგან არაფერი გასაკვირი არ არის, პირიქით, ასეთი ჯგუფებისგან ყველაფერია მოსალოდნელი

„ნაციონალური მოძრაობის“ სახით ისეთ პოლიტიკურ ძალასთან გვაქვს საქმე, მათგან არაფერი გასაკვირი არ არის და, პირიქით, სამწუხარო რეალობაა, რომ ასეთი ჯგუფებია ჩვენთან, რომლებისგანაც ყველაფერი მოსალოდნელია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ტერორზმის საქმეზე მიმდინარე გამოძიებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

თუმცა, როგორც შალვა პაპუაშვილი აცხადებს, მისთვის გამოძიებაზე დამატებითი დეტალები ცნობილი არ არის.

„ვხედავთ, რომ გამოძიება მიდის. ჩვენთვის ზედმეტი დეტალები არც არის ცნობილი, თუმცა საფუძველი არსებობს, რადგან ეს გამოძიება მიდის. „ნაცოონალური მოძრაობის“ სახით ისეთ პოლიტიკურ ძალასთან გვაქვს საქმე, რომელიც არ მოერიდა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მიხეილ სააკაშვილის შემოპარებას უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ორგანიზებით. უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა დააორგანიზეს პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის შემოსვლა არჩევნებამდე 2-3 დღით ადრე, რომ აერიათ აქ სიტუაცია. ასე რომ, მათგან არაფერი გასაკვირი არ არის და, პირიქით, სამწუხარო რეალობაა, რომ ასეთი ჯგუფებია ჩვენთან, რომლებისგანაც ყველაფერი მოსალოდნელია“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.