შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური იდეოლოგია გულისხმობს საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებას
შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური იდეოლოგია გულისხმობს საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებას

რაც „ნაცმოძრაობაში“ ხდება, ჩემთვის უინტერესოა, მთავარი არ არის, ვინ არის პარტიის ხელმძღვანელი და თავმჯდომარე, მთავარია ის პოლიტიკური იდეოლოგია, რასაც „ნაცმოძრაობა“ ეფუძნება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური იდეოლოგია გულისხმობს საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებას.

„„ნაციონალური მოძრაობის“ ფუნდამენტური პრობლემა იდეოლოგიაშია. შეიძლება ამა თუ იმ ხელმძღვანელმა მწვავედ გვაჩვენოს ის პრობლემა, რაც იდეოლოგიურ პრობლემას გულისხმობს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.