შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, მათი უცხოელი მფარველების კარნახით, მზადდება საარჩევნო აფერა, იქნებ რაიმენაირად დააბნიონ მოქალაქეები და შემთხვევით ვიღაცამ მისცეს მათ ხმა
შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, მათი უცხოელი მფარველების კარნახით, მზადდება საარჩევნო აფერა, იქნებ რაიმენაირად დააბნიონ მოქალაქეები და შემთხვევით ვიღაცამ მისცეს მათ ხმა

„ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, მათი უცხოელი მფარველების კარნახით, მზადდება საარჩევნო აფერა, იქნებ რაიმენაირად დააბნიონ მოქალაქეები და შემთხვევით ვიღაცამ მისცეს მათ ხმა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი შეფასებით, ეს არის დაბნეულობის ტაქტიკა, თითქოს „ქართულ ოცნებასთან“ შედარებით რაღაც სხვა ძალები არსებობენ.

ამასთან, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, 26 ოქტომბერს ყველაზე მარტივი არჩევანი ექნება ქართველ ხალხს, უნდა აირჩიოს, ომი უნდა თუ მშვიდობა.

„საერთო ჯამში, რასაც ჩვენ ახლა ვუყურებთ, არის წინასაარჩევნო კამპანიისთვის მზადება, რაღაც პოლიტიკური იდეოლოგიების მიხედვით დალაგება, შინაარსობრივი თემების შეთანხმება. ყველა ხედავთ რაზეც არის საუბარი. საუბარია იმაზე, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ როგორ დააბნიოს საზოგადოება ისე, რომ არჩევნებში ვიღაცები ვერ მიხვდნენ, რომ სინამდვილეში „ნაციონალურ მოძრაობას“ აძლევენ ხმას. ეს არის ერთი საარჩევნო აფერა, რომელიც ახლა მზადდება „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მათი უცხოელი მფარველების კარნახით. ოპოზიციურ ფლანგზე ზუსტად ეს პროექტია. ვნახეთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სახელიც კი გადაირქვა. მართალია, ციფრ 5-ს ვერ მაინც შეელივნენ, ეტყობა, რაღაც კაბალისტური აზრები დევს მასში და შეიძლება, ნუმეროლოგიისკენ მიდრეკილება აქვთ, თორემ ამაზეც იყო საჯაროდ საუბარი და ჰქონდათ მსჯელობა. იმდენად რცხვენიათ, რომ „ნაცებად“ იწოდებიან, სახელსაც იცვლიან, იქნებ რაიმენაირად დააბნიონ მოქალაქეები და შემთხვევით ვიღაცამ მისცეს მათ ხმა. ამას ქართველი ხალხი ხედავს და ამ კუთხით უნდა შევხედოთ ამ ყველაფერს. ეს არის დაბნეულობის ტაქტიკა, სურთ, დაბნეულობა შეიტანონ საზოგადოებაში, თითქოს არსებობენ რაღაც სხვა ძალები ან ალტერნატივები „ქართულ ოცნებასთან“ შედარებით.

ყველაზე მარტივი არჩევანი ექნება ქართველ ხალხს 26 ოქტომბერს, უნდა აირჩიოს ომი უნდა თუ მშვიდობა. მარტივად არის საქმე – ის, ვინც ხმას მისცემს „ნაცებს“, ის ომის მხარეს არის, წერტილი. ეს გაცხადებული პოლიტიკაა მათი. მათ 2022 წლის მარტში უნდოდათ, რომ მებრძოლები გაეგზავნა ხელისუფლებას უკრაინაში საომრად და ამით ჩართულიყო ომში. მათ უნდოდათ, პირდაპირი სანქციები დაგვეწესებინა რუსეთისთვის და შევსულიყავით ესკალაციაში, რომლის ბოლოსაც, დიდი ალბათობით, იქნებოდა სამხედრო დაპირისპირება. მათ და მათმა უცხოელმა მფარველებმა შემოაპარეს მიხეილ სააკაშვილი, რაშიც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები იყვნენ ჩართული. საჯაროდ არის ცნობილი, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა დააორგანიზეს მიხეილ სააკაშვილის აქ შემოყვანა. ამ ხალხზეა საუბარი და კიდევ ბედავენ, არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა, პირდაპირ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ორგანიზებით მოქმედმა ადამიანებმა. ასე რომ, უმარტივესი არჩევანი იქნება 26 ოქტომბერს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.