შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერზე სპეკულირებს, გუშინ აქ რომ იყვნენ ამოსული და ჭირისუფლები არ დახვდნენ, არ დაფიქრდნენ, რომელ დღეს ამოვიდნენ?
შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერზე სპეკულირებს, გუშინ აქ რომ იყვნენ ამოსული და ჭირისუფლები არ დახვდნენ, არ დაფიქრდნენ, რომელ დღეს ამოვიდნენ?

„ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერზე სპეკულირებს, მათ შორის, ომზეც. გუშინ აქ რომ იყვნენ ამოსული და ჭირისუფლები არ დახვდნენ, არ დაფიქრდნენ, რომელ დღეს ამოვიდნენ? – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ის ორგანიზაციაა, რომელიც აგვისტოს ომის თარიღებს კი არა, შობის თარიღებს წევს, მეორე მსოფლიო ომის თარიღებს წევს.

„არ უნდა დაგვავიწყდეს ვისთან გვაქვს საქმე, „ნაციონალური მოძრაობა“ არის ის ორგანიზაცია, რომელიც აგვისტოს ომის თარიღებს კი არა, შობის თარიღებს წევს, მეორე მსოფლიო ომის თარიღებს წევს. სინამდვილეში, მათთვის ეს ჩვეულებრივი რიცხვებია, როგორც მათთვის ქვა-ღორღია ის 125 სოფელი, რომელზეც კონტროლი საქართველომ დაკარგა, მათთვის ეს მხოლოდ რიცხვებია, არანაირი განცდები და თანაგანცდები ამ თარიღის მიმართ მათ არ აქვთ.

სამწუხაროა, რომ „ნაციონალური მოძრაობისგან“ ყველაფერს ვართ შეჩვეული, ყველაფერზე სპეკულირებენ, მათ შორის, ომზეც შეუძლიათ სპეკულირება.

გუშინ ვნახეთ, აქ იყვნენ ამოსული. დაუსვით თქვენს თავს კითხვები, მათ დაუსვან საკუთარ თავს კითხვები, რომ ამოვიდნენ და ჭირისუფლები არ დახვდნენ, არ დაფიქრდნენ, რომელ დღეს ამოვიდნენ? დღეს რომ ჭირისუფლები აქ არიან და ისინი აქ არ არიან, არ ფიქრობენ ამაზე? ეს არის თავქარიანი და მოღალატეობრივი ორგანიზაციის არსი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.