შალვა პაპუაშვილი - მწუხარებას გამოვთქვამ ვაჟა აზარაშვილის გარდაცვალების გამო, მის მიერ შექმნილი უკვდავი კომპოზიციების წყალობით, ის მარად დარჩება მომავალი თაობების მეხსიერებაში, როგორც დიდი შემოქმედი
შალვა პაპუაშვილი - მწუხარებას გამოვთქვამ ვაჟა აზარაშვილის გარდაცვალების გამო, მის მიერ შექმნილი უკვდავი კომპოზიციების წყალობით, ის მარად დარჩება მომავალი თაობების მეხსიერებაში, როგორც დიდი შემოქმედი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კომპოზიტორის, მუსიკოსისა და პედაგოგის, ვაჟა აზარაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს სახალხო არტისტის და ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ვაჟა აზარაშვილის გარდაცვალების გამო. მის მიერ შექმნილი უკვდავი კომპოზიციების წყალობით, ბატონი ვაჟა მარად დარჩება საქართველოს მომავალი თაობების მეხსიერებაში, როგორც დიდი მოღვაწე და შემოქმედი.

გულწრფელად ვუსამძიმრებ ამ მძიმე დანაკლისს გამორჩეული კომპოზიტორის და პედაგოგის ვაჟა აზარაშვილის ოჯახის წევრებს, მეგობრებს და სრულიად საქართველოს“, – წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი და პედაგოგი ვაჟა აზარაშვილი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.