შალვა პაპუაშვილი - მთავარია ხალხის ურყევი ნება, რაც გულისხმობს ინტეგრაციას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში და ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების ნება, რომელმაც ეს კონსტიტუციურ გარანტიად განსაზღვრა
შალვა პაპუაშვილი - მთავარია ხალხის ურყევი ნება, რაც გულისხმობს ინტეგრაციას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში და ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების ნება, რომელმაც ეს კონსტიტუციურ გარანტიად განსაზღვრა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია ხალხის ნება, რომ ქვეყანა მიდიოდეს ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ.

პაპუაშვილის თქმით, ევროატლანტიკური ინტეგრაცია მმართველი პარტიის პირობებში კონსტიტუციურადაც განისაზღვრა.

„ქვეყანაში, სადაც არის გამოხატვის თავისუფლება, რიტორიკა შეიძლება იყოს სხვადასხვა. მთავარია, რომ, ერთი მხრივ, იყოს ხალხის ურყევი ნება, რომელიც გულისხმობს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებას და ინტეგრაციას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, მეორე მხრივ, ამ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების ნება, რომელმაც არა მხოლოდ საკუთარ პოლიტიკად აქცია ეს ყველაფერი, არამედ კონსტიტუციურ გარანტიადაც კი განსაზღვრა ევროატლანტიკური ინტეგრაცია იმისთვის, რომ არცერთმა პოლიტიკურმა ძალამ არ შეაბრუნოს ეს მიმართულება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.