შალვა პაპუაშვილი - ნოვრუზ ბაირამს, გაზაფხულის შემოსვლის, განახლების დღესასწაულს ვულოცავ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, ვინც ამ დღეს აღნიშნავს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის სესია ნოვრუზ ბაირამის მილოცვით გახსნა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ნოვრუზ ბაირამი გაზაფხულის შემოსვლისა და განახლების დღესასწაულია.
„მსურს, ნოვრუზ ბაირამი, გაზაფხულის შემოსვლის, განახლების დღესასწაული მივულოცო ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, ვინც ამ დღეს აღნიშნავს და მინდა, ყველას ვუსურვო მშვიდობა მათ ოჯახებში და ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.