შალვა პაპუაშვილი მოზამბიკის რესპუბლიკის ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მოზამბიკის რესპუბლიკის ასამბლეის თავმჯდომარეს, ესპერანსა ბიასს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მიმოიხილა რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია და ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა.
„მხარეებმა ასევე ისაუბრეს საპარლამენტო თანამშრომლობის განვითარებაზე, საუკეთესო გამოცდილების გაზიარებაზე განათლების, სახელმწიფო სერვისების და ინსტიტუტების ეფექტიანი ფუნქციონირების მიმართულებებით.
ხაზი გაესვა საქართველოსა და მოზამბიკს შორის ხელმოწერილი თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ამოქმედების მნიშვნელობას, ახლო მომავალში მოზამბიკური მხარის მხრიდან საჭირო პროცედურების დასრულების შემდეგ“, – აღნიშნულია პარალმენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეხვედრა ანგოლაში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის 147-ე ასამბლეის ფარგლებში შედგა.