შალვა პაპუაშვილი - მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე იქნება ორპროცენტიანი ბარიერი, ოთხწევრიანი ფრაქციები და გენერალური პროკურორი აირჩევა კვალიფიციური უმრავლესობით
კარგია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე შევთანხმდით. „ლელოს“ გუშინდელი ქცევის შემდეგ ეჭვი მაქვს, რომ აქაც კვლავ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარეს გადავიდნენ და ამ შეთანხმებაზეც უარი იტყვიან, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ექვსი პარტია უკვე შეთანხმებულია.
„ყოველ შემთხვევაში, ექვსი პარტიის მხრიდან, ვინც 19 აპრილის შეთანხმებას მიჰყვება, ტექსტი შეთანხმებულია და ეს ცვლილებები იმას ნიშნავს, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე იქნება ორპროცენტიანი ბარიერი, იქნება ოთხწევრიანი ფრაქციები და გენერალური პროკურორის არჩევა კვალიფიციური უმრავლესობით მოხდება“, – განაცხადა პაპუაშვილი.