შალვა პაპუაშვილი - მნიშვნელოვანია, ის გარკვეული სიკეთეები, რომლებიც ევროკავშირში წევრობას მოაქვს, წევრობის გზაზე მყოფმა ქვეყნებმა მიიღონ, მიხარია, რომ ევროკავშირი პროცესს ასე უყურებს
მნიშვნელოვანია, რომ ის გარკვეული სიკეთეები, რომლებიც ევროკავშირში წევრობას მოაქვს, წევრობის გზაზე მყოფმა ქვეყნებმა მიიღონ. მიხარია, რომ ევროკავშირი პროცესს ასე უყურებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„ვხედავთ უკვე, რომ საქართველო ჩამონათვალშიც მოიაზრება. ეს თავისთავადაც არის ხოლმე და არც შეიძლება, ევროკავშირის გაფართოება საქართველოს გარეშე იყოს. რაც შეეხება ევროკავშირის ახალებურ მიდგომას გაწევრიანების პროცესზე, მნიშვნელოვანია, ის გარკვეული სიკეთეები, რომელიც ევროკავშირში წევრობას მოაქვს, წევრობის გზაზე მყოფმა ქვეყნებმა მიიღონ, და არა მხოლოდ ქართველმა ხალხმა, არამედ ვინც გაწევრიანების პროცესშია, ამ სახელმწიფოებმა, ხალხებმა ეს სიკეთეები იგრძნონ პროცესის განმავლობაშიც, რადგან ისიც გარკვეული ნეგატიური მხარეა ხოლმე გაწევრიანების პროცესის, რომ შეიძლება, ის გაწერილი გზა იყოს და ხალხი დაიბნეს, როდის იქნება ის სიკეთეები, რომლებიც წევრობას მოაქვს. შეიძლება, ის, რაც გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს რეგულაციების სახით, ამის პარალელურად სიკეთეებიც ერთდროულად დადგეს, ეს მნიშვნელოვანია და მიხარია, რომ ევროკავშირი პროცესს ასე უყურებს. იმედია, საბოლოო ჯამში, ასეთი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.