შალვა პაპუაშვილი - მმართველი პარტიის წევრები მორალურ შეფასებას ვაკეთებთ, მაგრამ ხელისუფლების პასუხისმგებლობა არის სამართლებრივი რეაგირება ყველაფერზე, რაც ასევე ხდება
შალვა პაპუაშვილი - მმართველი პარტიის წევრები მორალურ შეფასებას ვაკეთებთ, მაგრამ ხელისუფლების პასუხისმგებლობა არის სამართლებრივი რეაგირება ყველაფერზე, რაც ასევე ხდება

ხელისუფლების და მმართველი პარტიის წარმომადგენლები, როგორც ყოველთვის, მორალურ შეფასებას ვაკეთებთ, მაგრამ დამატებით ამისა, რა თქმა უნდა, ხელისუფლების პასუხისმგებლობა არის სამართლებრივი რეაგირება ყველაფერზე, რაც ასევე ხდება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ნებისმიერი ძალადობა დასაგმობია.

„ნებისმიერი ძალადობა არათუ ცუდი სანახავია, არამედ არის დაუშვებელი და სახელმწიფოს პასუხისმგებლობა და ვალდებულება არის რეაგირება. გარდა მორალური შეფასებისა, რაც ყველა ადამიანის ვალდებულებაა, სამწუხაროდ, აქ მოიკოჭლებენ ოპოზიციის და „ენჯეოების“ წარმომადგენლები, ისევე როგორც ზოგიერთი დონორი, რომელიც დუმს, როდესაც ძალადობა და ფსიქოლოგიური ტერორი ეხება უმრავლესობის წარმომადგენლებს და საზოგადოების წევრებს. ხელისუფლების და მმართველი პარტიის წარმომადგენლები, ჩვენ, როგორც ყოველთვის, მორალურ შეფასებას ვაკეთებთ, მაგრამ დამატებით ამისა, რა თქმა უნდა, ხელისუფლების პასუხისმგებლობა არის სამართლებრივი რეაგირება ამ ყველაფერზე, რაც ასევე ხდება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.