შალვა პაპუაშვილი - მივმართავ უმრავლესობის წევრებს, ხომ ატყობთ, რომ ტაქტიკა არის ასეთი, უმრავლესობის წევრების წყობიდან გამოყვანა, რათა პროცესი გაწელონ
უმრავლესობის წევრებს მივმართავ, ხომ ატყობთ, რომ ტაქტიკა არის ასეთი, წყობიდან გამოყვანა უმრავლესობის, რომ გაწელონ პროცესი. სადაც იქნება სიძულვილის ენა, შეურაცხყოფა და ა.შ. გავთიშავ მიკროფონს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის სხდომაზე მას შემდეგ განაცხადა, რაც დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
პაპუაშვილმა უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.
„უმრავლესობის წევრებს მივმართავ, დაიკავეთ ადგილები. ოპოზიციას ვთხოვ, დაბრძანდით ადგილებზე. უმრავლესობის წევრებს მივმართავ, ხომ ატყობთ, რომ ტაქტიკა არის ასეთი, წყობიდან გამოყვანა უმრავლესობის, რომ გაწელონ პროცესი. ვატყობთ, რა ამოცანაც არის. სადაც იქნება სიძულვილის ენა, შეურაცხყოფა და ა.შ. გავთიშავ მიკროფონს, რადგან ეს იწვევს დაპირისპირების ინსპირირებას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოს პარლამენტში, სადაც პლენარული სხდომა მიმდინარეობს, ერთმანეთს საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრები დაუპირისპირდნენ.