შალვა პაპუაშვილი - მიუღებელია, რომ ორგანიზაციები თუ პარტიები, რომლებსაც დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობის პრეტენზია აქვთ, ცესკო-ს წევრებისა თუ თავმჯდომარის შერჩევის დისკრედიტებას ახდენენ
ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევა გახლავთ საარჩევნო რეფორმის შედეგად შეთანხმებული პროცედურა, რომელიც თითქმის სრული კონსენსუსით შეთანხმდა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე ოპოზიციური პარტიების მონაწილეობით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ახლა ზოგიერთი პარტია, თუ ორგანიზაცია ცდილობს დისკრედიტება მოახდინოს ამ პროცესის.
„საერთო ჯამში ისინი უნდობლობას უცხადებენ არა პროცესს ზოგადად, არამედ, ამ ეტაპზე უნდობლობას უცხადებენ პირდაპირი მანდატის მქონე საქართველოს პრეზიდენტს, რაც მიუღებელია. როდესაც ორგანიზაციები თუ პარტიები, რომლებსაც აქვთ პრეტენზია, იყვნენ დემოკრატიული პროცესის მონაწილე, ახდენენ ერთი მხრივ, ცესკო-ს წევრებისა თუ თავმჯდომარის არჩევის პროცესის დისკრედიტებას, მეორე მხრივ, სახელმწიფო და კონსტიტუციური ინსტიტუტების, მათ შორის პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტებას. რაც შეეხება შერჩევის პროცესს, ვნახოთ. კანდიდატების სია გამოქვეყნებულია, ხდება ახლა კომისიის მხრიდან შერჩევა გასაუბრების სახით. პირველ ეტაპზე პრეზიდენტის უფლებამოსილებაა, კანდიდატურები შეარჩიოს, შემდეგ ეს პროცესი გადმოინაცვლებს პარლამეტში, სადაც ასევე გამჭვირვალე პროცესები იქნება გასაუბრების და ამის საფუძველზე პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას.
რაც შეეხება ცალკეულ კანდიდატურებს, ამასთან დაკავშირებით ჯერ ვერაფერს გეტყვით. საჭიროა, კომისიამ შეარჩიოს, შემდეგ პროცესმა პარლამენტში გადმოინაცვლოს და პარლამენტში მოხდეს მისი განხილვა“, – განაცხდა პაპუაშვილმა.