შალვა პაპუაშვილი - მინდა, მადლობა გადავუხადო საპარლამენტო უმრავლესობას პარლამენტის თავმჯდომარედ წარდგენისა და გამოცხადებული ნდობისთვის
მინდა, მადლობა გადავუხადო საპარლამენტო უმრავლესობას პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენისთვის და გამოცხადებული ნდობისთვის, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში განაცხადა, რომლის პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევასაც დღეს უყრიან კენჭს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, პარლამენტის თავმჯდომარეობა არის დიდი პასუხისმგებლობა საზოგადოებისა და გუნდის წინაშე.
„ეს არის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობა საზოგადოებისა და ჩვენი პოლიტიკური გუნდის წინაშე. შესაბამისად, ამ თანამდებობაზე გავაკეთებ ყველაფერს, რომ ჩვენს ქვეყანას და ხალხს ღირსეულად ვემსახურო“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილმა ასევე, მადლობა გადაუხადა კახა კუჭავას პოლიტიკურად ურთულეს დროს, ღირსეული საქმიანობისათვის.