შალვა პაპუაშვილი - მიკვირს, რატომ განაცხადა ელჩმა, თითქოს პრემიერმა უთხრა, რომ წითელ ხაზს მიუახლოვდა, ზღვარს მიუახლოვდა არა ელჩი, არამედ აშშ და მნიშვნელოვანია, არ იქნას გადალახული
მიკვირს, რატომ განაცხადა ელჩმა, თითქოს პრემიერმა უთხრა, რომ წითელ ხაზს მიუახლოვდა. ზღვარს მიუახლოვდა არა ელჩი, არამედ აშშ და მნიშვნელოვანია, არ იქნას გადალახული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, პიროვნულ დონეზე არაფერი დაჰყავთ.
„აშშ-ის ელჩი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, თითქოს პრემიერ-მინისტრმა უთხრა, რომ ელჩი მიუახლოვდა წითელ ხაზს. ეს არ შეესაბამება სიმართლეს და მიკვირს, რატომ გააკეთა ასეთი განცხადება. განცხადება იყო ის, რაც ასევე საჯაროდ ითქვა, რომ თავისი გადაწყვეტილებებით აშშ მიუახლოვდა იმ ზღვარს, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ არ იქნას გადალახული. აშშ, როგორც სახელმწიფო და არა ელჩი პიროვნულად, ქალბატონი ელჩის მიმართ ჩვენ გვაქვს პატივისცემა და ამ მხრივ პიროვნულ დონეზე არაფერი დაგვყავს. მიკვირს, ქალბატონი ელჩის მხრიდან ინტერვიუში რატომ იქნა ასე არასწორად წარმოჩენილი, თითქოს მას უთხრა ვინმემ, რომ პირადად ის მიუახლოვდა წითელ ხალხს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.