შალვა პაპუაშვილი - მიხეილ სააკაშვილი არის ქართული ეროვნული ინტერესის მოწინააღმდეგე და ცდილობს, ქვეყანა არიოს
შალვა პაპუაშვილი - მიხეილ სააკაშვილი არის ქართული ეროვნული ინტერესის მოწინააღმდეგე და ცდილობს, ქვეყანა არიოს

მიხეილ სააკაშვილი არის სპეცსამსახურების პროექტი და ამიტომაც უნდოდა, საქართველოში სიტუაციის არევა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, სააკაშვილი არის სრულიად სხვადასხვა სპეცსამსახურის პროექტი.

„საქართველოში სააკაშვილის შემოპარვა ორგანიზებული იყო უკრაინის კონტრდაზვერვის მოადგილის მიერ, რომლის წინააღმდეგ გამოძიება მიდის. მაშინ ჩვენ მტკიცებულებები და საუბრები ვნახეთ, რითიც მტკიცდებოდა, რომ უკრაინის კონტრდაზვერვის მოადგილე ჩართული იყო მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში შემოპარვაში. ამიტომ პრობლემა ის კი არ არის, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკაში როდის მოვა ან წავა, საქართველოს მოქალაქეობა აქვს თუ სხვა ქვეყნის, პრობლემაა ისაა, რომ ის არის სპეცსამსახურების პროექტი და ამიტომაც უნდოდა, საქართველოში სიტუაციის არევა. ეს ადამიანი არის ქართული ეროვნული ინტერესის მოწინააღმდეგე და ცდილობს, ქვეყანა არიოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.