შალვა პაპუაშვილი - პარლამენტის შენობასთან ისევ არის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაშლილი კარვები, როგორც ჩანს, დესტრუქციული დღის წესრიგის გაგრძელებას აპირებენ
ეს არის კოჭლის შემოსვლა, ვინაიდან ისინი შემოდიან ისე, რომ ხელს არ აწერენ 19 აპრილის შეთანხმებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამეტში შესვლასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ის, ვინც ხელს არ აწერს 19 აპრილის შეთანხმებას, ავტომატურად უარს ამბობს დეპოლარიზაციაზე, ავტომატურად აცხადებს, რომ კვლავ გააგრძელებს დესტრუქციის დღის წესრიგს.
„როგორც ჩანს, ეს არის მათი განაცხადი. თუ გავიხედებით პარლამენტის შენობის ფანჯრებიდან, დავინახავთ კარვებს, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაშლილს, რომელიც დღემდე არ არის აშლილი. როგორც ჩანს, ისინი აპირებენ დესტრუქციული დღის წესრიგის გაგრძელებას. ვნახოთ, მე მაინც მგონია, როგორც საბოლოო ჯამში ამ სიტყვასაც გატეხენ და 19 აპრილის შეთანხმებას მოაწერენ ხელს, მოუწევთ კონსტრუქციულ და დემოკრატიულ კალაპოტში მოქცევა. თუმცა ეს თავად „ნაციონალური მოძრაობის“ გადასაწყვეტია. კარგია, რომ შემოვიდნენ და პატივს სცემენ თავიანთ ამომრჩევლებს. როგორც იქნა დააფასეს თავიანთი ამომრჩევლის ხმები და შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა ხელს რომ არ აწერენ შეთანხმებას, ამით გვაჩვენებს უპატივცემულობას სხვა პარტიების ამომრჩევლების და სხვა მოქალაქეების მიმართ. ისინი უკვე ბოლო რამდენიმე თვეა, დისკომფორტს უქმნიან საკუთარ სამშობლოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.