შალვა პაპუაშვილი - მგონი, ყველას დაავიწყდა, რომ პრეზიდენტ ზელენსკის არც არასდროს გამოუთქვამს სურვილი, პარლამენტს ჩართვოდა
შალვა პაპუაშვილი - მგონი, ყველას დაავიწყდა, რომ პრეზიდენტ ზელენსკის არც არასდროს გამოუთქვამს სურვილი, პარლამენტს ჩართვოდა

მგონი, ყველას დაავიწყდა, რომ პრეზიდენტ ზელენსკის არც არასდროს გამოუთქვამს სურვილი, პარლამენტს ჩართვოდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებაზე, სადაც პრეზიდენტი ამბობს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი უნდა ყოფილიყო მიწვეული საქართველოს პარლამენტში.

პაპუაშვილის თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკის ამის სურვილი არასდროს გამოუთქვამს.

„პრეზიდენტ ზელენსკის ჩართვას რაც შეეხება, მგონი, ყველას დაავიწყდა, რომ პრეზიდენტ ზელენსკის არც არასდროს გამოუთქვამს სურვილი, პარლამენტს ჩართვოდა. ყველას კარგად გახსოვთ, რომ ეს „ნაციონალური მოძრაობის“ იდეა გახლდათ. ასე რომ, არ ვიცი, საერთოდ ეს საკითხი საიდან დადგა, ვინაიდან არ ყოფილა არც ერთი მომენტი, როდესაც მას ასეთი სურვილი ჰქონდა გამოთქმული“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.