შალვა პაპუაშვილი მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს სკოლის დამთავრებას ულოცავს - ჩვენი პასუხისმგებლობაა, შეგიქმნათ ყველა პირობა, რათა სრულფასოვნად დაეუფლოთ არჩეულ პროფესიას
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს სკოლის დამთავრებას ულოცავს.
როგორც პაპუაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, ეს დღე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და დასამახსოვრებელია.
„ძვირფასო მეთორმეტეკლასელებო, გილოცავთ სკოლის დასრულებას. დღეს ჩვენს სკოლებში „ბოლო ზარი“ დაირეკა. ეს დღე არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და დასამახსოვრებელი დღე, რომლის შემდეგ იწყება ახალი ეტაპი. ჩვენი პასუხისმგებლობაა, შეგიქმნათ ყველა აუცილებელი პირობა, რათა თქვენ სრულფასოვნად დაეუფლოთ იმ პროფესიას, რომელსაც აირჩევთ, თქვენ კი საკუთარი ცოდნით უზრუნველყოთ ჩვენი ქვეყნის უკეთესი ხვალინდელი დღე. გილოცავთ და გისურვებთ წარმატებებს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.