შალვა პაპუაშვილი - მერამდენედ უნდა გაყიდონ თავი „ნაცმოძრაობამ“, „ლელომ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“, მათი ინტერესია კანდიდატის სტატუსის არმიღება, რომ იქნებ რაღაც პოლიტიკური მღელვარება შემოიტანონ
შალვა პაპუაშვილი - მერამდენედ უნდა გაყიდონ თავი „ნაცმოძრაობამ“, „ლელომ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“, მათი ინტერესია კანდიდატის სტატუსის არმიღება, რომ იქნებ რაღაც პოლიტიკური მღელვარება შემოიტანონ

მერამდენედ უნდა გაყიდონ თავი „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ლელომ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“. ეს სინამდვილეში არის ერთი კოალიცია, რომელიც სინამდვილეში არის „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი, მათი განაყოფი. აქედან გამომდინარე, სწორედ მათი ინტერესია პროცესის დისკრედიტირება, კანდიდატის სტატუსის არმიღება, რომ იქნებ კიდევ რაღაც პოლიტიკური მღელვარება შემოიტანონ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საპარლამენტო ფორმატში არ ერთვება სამი ოპოზიციური პარტია, რაც მიუთითებს, რომ მათ აქვთ რადიკალური დღის წესრიგი.

„შევხვდით ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლებს და საქმის კურსში ჩავაყენეთ, როგორ მიდის 12 პუნქტზე მუშაობა, გავაცანით დროის გრაფიკი. ასევე, გავაცანით იმ შეხვედრების გრაფიკი, რომელიც აქამდე გაიმართა. ვთანხმდებით, რომ პარლამენტი და საპარლამენტო ფორმატებია წამყვანი. მნიშვნელოვანია, რომ ყველას, ვისაც აინტერესებს საქართველოს ევროპული მომავალი, ყველა უნდა იყოს ამ სამუშაო ჯგუფებში, კომიტეტის სხდომებზე. არსებობენ პოლიტიკური ჯგუფები, რომლებსაც არ სურთ, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ეს მგონი, უკვე ცხადია ჩვენი მოსახლეობისთვის. ვინაიდან, კანდიდატის სტატუსის მიღება ავტომატურად გულისხმობს, რომ ხელისუფლებამ კარგად იმუშავა და მიიღო კანდიდატის სტატუსი, აქედან გამომდინარე, „ქართულ ოცნებას“ და იმ პარტიებს, რომლებიც არიან ამის მონაწილე, ექნებათ უპირატესი მდგომარეობა. ამიტომ, ვხედავთ, მიდის დისკრედიტირების პროცესი, რომ რამენაირად, რომ სწორედ ის საკითხი, რომელიც ეხება ამ საკითხების ინკლუზიურად განხილვას, ამ ინკლუზიურობას შეუტიონ, რათა არ მიიღოს საქართველომ კანდიდატის სტატუსი. მერამდენედ უნდა გაყიდონ თავი, „ნაციონალურმა მოძრაობა“, „ლელომ“, და „სტრატეგია აღმაშენებელმა“. ეს სინამდვილეში არის ერთი კოალიცია, რომელიც სინამდვილეში არის „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი, მათი განაყოფი. აქედან გამომდინარე, სწორედ მათი ინტერესია პროცესის დისკრედიტირება, კანდიდატის სტატუსის არმიღება, რომ იქნებ კიდევ რაღაც პოლიტიკური მღელვარება შემოიტანონ. ამიტომ, ის, რასაც ჩვენ ვხედავთ, რომ საპარლამენტო ფორმატში არ ერთვება ეს სამი პარტია, ეს მიუთითებს, რომ მათ აქვთ რადიკალური დღის წესრიგი. აანონსებენ აქციებს სექტემბრიდან, არ ერთვებიან პარლამენტის მუშაობაში, რა კონსტრუქციულობაზე და რეკომენდაციების შესრულებაზეა საუბარი, ღიად ამბობენ, რომ ეწინააღმდეგებიან საქართველოს ევროპულ მომავალს. ყველამ დაინახა, რომ ამ კრიზისულ პერიოდში, როდესაც რეგიონი ამხელა გამოწვევის წინაშე დგას და მთლიანად მსოფლიო, რამხელა რისკის წინაშე დგას და იდგა საქართველო, ყველამ ნახა რა ძალისხმევა იდებოდა ამაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.