შალვა პაპუაშვილი - მანდატების უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით პროცედურულად ბევრი შესაძლებლობა გვაქვს, ერთ-ერთს ავარჩევთ
დღევანდელ სხდომაზე განვიხილავთ მისაღებ გადაწყვტულებას მანდატების უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით. მათ შორის ევროპის საბჭოს შეფასებით, ჩვენი ოპონენტების მხრიდან პარლამენტში არ შემოსვლა არის დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა. ამიტომ, ჩვენ ახლა გვიწევს გადაწყვეტილების მიღება, რა არის პასუხი ამ ძირგამომთხრელი ქმედებისა, – ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სწორედ დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა აზიანებს ყველაზე მეტად კონსტიტუციას. როგორც პაპუაშვილი ამბობს, მანდატების უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით პროცედურულად ბევრი შესაძლებლობა არსებობს, რის გამოც გადაწყვეტილების მიღებისას ყველაზე ოპტიმალურ გზას აირჩევენ.
„დღევანდელ სხდომაზე განვიხილავთ მისაღებ გადაწყვტილებას მანდატების უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით, ასე რომ, დღეს ამ მსჯელობის შედეგად ჩვენი პოზიციით წარვდგებით პარლამენტში. რაც შეეხება პირად პოზიციებს, ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, პირად პოზიციას მნიშვნელობა არ აქვს. აქ მნიშვნელოვანი არის ის კონტექსტი, რომელ კონტექსტშიც მოგვიწევს გადაწყვეტილების მიღება. მათ შორის ევროპის საბჭოს შეფასებით, ჩვენი ოპონენტების მხრიდან პარლამენტში არ შემოსვლა არის დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა. ამიტომ, ჩვენ ახლა გვიწევს გადაწყვეტილების მიღება, რა არის პასუხი ამ ძირგამომთხრელი ქმედებისა. თუკი რამე არღვევს კონსტიტუციას, არღვევს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა. ასე რომ, პირველ რიგში, ამას უნდა მიაქციონ ყურადღება. ჩვენ ვთქვით, რომ პროცედურულად გვაქვს ბევრი შესაძლებლობა და სწორედ ეს პროცესია ახლა, რომ ამ შესაძლებლობიდან ამოვარჩიოთ ყველაზე ოპტიმალური, რათა სათანადო პასუხი გაეცეს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის მცდელობას.
ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ არჩევანის ფართო სპექტრიდან ერთ-ერთს ავარჩევთ. თუ რას – ამას გავიგებთ. გიორგი გახარია გუშინ არ ესწრებოდა როგორც ვიცი, ის იყო დასავლეთ საქართველოში. რა თქმა უნდა, მთელი პოლიტსაბჭო და მთელი უმრავლესობა არის ჩართული, ფიზიკურად თუ არ ესწრება ადამიანი, ეს არ ნიშნავს, რომ კონსულტაციაში არ მონაწილეობს“, – განაცხადას შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პირველ რიგში განიხილავს საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი 51 დეპუტატის განცხადებას, მათთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით.