შალვა პაპუაშვილი - მამუკა ხაზარაძისა და ზურაბ ჯაფარიძის მიერ პარლამენტზე უარის თქმა მათი ამომრჩევლისადმი უპატივცემულობაა
შალვა პაპუაშვილი - მამუკა ხაზარაძისა და ზურაბ ჯაფარიძის მიერ პარლამენტზე უარის თქმა მათი ამომრჩევლისადმი უპატივცემულობაა

მამუკა ხაზარაძისა და ზურაბ ჯაფარიძის მიერ პარლამენტზე უარის თქმა არის მათი ამომრჩევლის უპატივცემულობა. როცა მანდატს ფლობ და პარლამენტიდან გადიხარ, პატივს არ სცემ საკუთარ ამომრჩეველს, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, იმ პირობებში, როცა ლელოს“ სხვა წევრები პარლამენტში რჩებიან და ერთი გადის, ეს ამომრჩევლის უპატივცემულობის ნიშანია.

„ლელო“ უპატივცემულობას რომ ირჩევდა, ხმები ამიტომ დაკარგეს, დაახლოებით 50 ათასი. „ლელო“ არის „ნაციონალური მოძრაობის“ დანამატი, კვალის არევისა და თვალის ახვევის ილეთი იმისთვის, რომ ხალხისთვის ეს მიეყიდათ, როგორც მესამე ძალა, თუმცა ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ დანამატი არიან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით ზურაბ ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ მიმართეს.

პარლამენტი  „ლელოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძესა და „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძეს უფლებამოსილებას თუ შეუწყვეტს, დღის წესრიგში ორი ფრაქციის დაშლის საკითხი დადგება.