შალვა პაპუაშვილი - მალტელმა პარლამენტარებმა დააფიქსირეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, საქართველოს ევროკავშირში წევრობის მისწრაფებების სრული მხარდაჭერა
შალვა პაპუაშვილი - მალტელმა პარლამენტარებმა დააფიქსირეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, საქართველოს ევროკავშირში წევრობის მისწრაფებების სრული მხარდაჭერა

მალტელმა პარლამენტარებმა დააფიქსირეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, აგრეთვე საქართველოს ევროკავშირში წევრობის მისწრაფებების სრული მხარდაჭერა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, პროდუქტიული შეხვედრა ჰქონდა მალტის რესპუბლიკის პარლამენტის საგარეო და ევროპულ საქმეთა კომიტეტის წევრებთან.

მალტელმა პარლამენტარებმა დააფიქსირეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, აგრეთვე საქართველოს ევროკავშირში წევრობის მისწრაფებების სრული მხარდაჭერა.

შეხვედრაზე აღვნიშნეთ, რომ ევროკავშირი წარმოადგენს მშვიდობის და კეთილდღეობის უნიკალურ პროექტს, რომლის კარიც ღიაა ყველა მოსურნე სახელმწიფოსთვის. ამ კონტექსტში საგარეო და ევროპის კომიტეტის წევრებმა ისაუბრეს ევროკავშირში მალტის გაწევრიანების გამოცდილებაზე და გამოხატეს საქართველოსთვის მისი დეტალურად გაზიარების მზადყოფნა.

საგარეო და ევროპულ საქმეთა კომიტეტის წევრებს მადლობა გადავუხადე მტკიცე მხარდაჭერისთვის და მივაწოდე ინფორმაცია ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელების კუთხით საქართველოს პროგრესსა და მოლოდინებზე.

აგრეთვე ვისაუბრეთ ორი ქვეყნის პარლამენტების საქმიანობაზე და მიმდინარე დღის წესრიგზე, შავი ზღვის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, საქართველოსა და მალტას შორის ორმხრივ თანამშრომლობაზე და ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებზე“, – აღნიშნავს შალვა პაპუაშვილი.